imedi /  12 მაისი 2017, 18:51 / სანდო წყარო

სომხეთიდან ეგვიპტეში საქართველოს გავლით აღარ იფრენენ

ეგვიპტური ავიაკომპანია AIR Cairo სომხეთიდან ეგვიპტის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. რეისები შესრულდება ხურჰადისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით. ინფორმაციას bm ავრცელებს.

AIR CAIRO-ს ოფიციალური წარმომადგენლობა სომხეთში აცხადებს, რომ აქამდე სომხები ეგვიპტეში ძირითადად საქართველოს გავლით მიმდიოდნენ, რამდენადაც არ სრულდებოდა რეგულარული ფრენები და ინიშნებოდა ჩარტერული რეისები წლის სხვადასხვა მონაკვეთში. 

პირველ ეტაპზე კომპანია აპირებს რეისები კვირაში ორჯერ შეასრულოს, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში კი სიხშირე გაზარდოს. ფრენები 22 ივნისიდან დაიწყება. 

როგორც სომხური მედია აღნიშნავს, ადრე, როდესაც AIR CAIRO ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა, ბილეთის ფასი ტურისტული პაკეტის გარეშე 450 დოლარს შეადგენდა, რეგულარული მიმოსვლის დაწყების შემდეგ კი კომპანია სომეხ მომხარებელს ამავე ფასში ტურისტულ პაკეტსაც სთავაზობს.

კომენტარები ()