imedi /  15 მაისი 2017, 14:43 / სანდო წყარო

ქართულ-ჩინური ერთობლივი ფონდი შემოდგომიდან ამოქმედდება

ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შემოდგომიდან ამოქმედდება. შესაბამისი ხელშეკრულება ჩინეთში „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში  „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ CEFC-ს შორის გაფორმდა.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე განმარტავს, ახალი ფინანსური ინსტიტუტი  ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი დოლარია.

კომენტარები ()