imedi /  15 მაისი 2017, 18:23 / სანდო წყარო

უკრაინული კომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია ANDA Air-ი ზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს.

ავიაკომპანია ANDA Air-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-ელ - ოთხშაბათობით იფრენს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ამასთან, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ბერძნული ავიაკომპანია იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines (ეგეოსის ავიახაზები), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ათენსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამატებს. 

ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის (კუნძული კრეტა) მიმართულებით შესრულდება. ფრენები 14 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათი), Airbus A319/A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდებს. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 15 მაისს მიენიჭა.

„ეგეოსის ავიახაზები“ მეორე ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც ზაფხულიდან ჰერაკლიონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარულ რეისებს 15 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათი) შეასრულებს.

კომენტარები ()