imedi /  16 მაისი 2017, 16:44 / სანდო წყარო

ბოლო 7 წელიწადში საქართველოში 410 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა

2010-2017 წლებში საქართველოში ჩინეთის მონაწილეობით შექმნილი 410 კომპანიაა რეგისტრირებული. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, 410 კომპანიიდან აქტიურია 133. 

კომპანიების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად ჭარბობენ საცალო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიები, ტურისტული სააგენტოები და სასტუმროები და რესტორნები. 

13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლიც ძალაში 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში შევა.

კომენტარები ()