imedi /  16 მაისი 2017, 17:50 / სანდო წყარო

შიდა ფრენების შესრულებაზე სურვილი მხოლოდ “სერვისეარმა“ გამოთქვა

შიდა ფრენების განხორციელებაზე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ "სერვისეარმა" მიიღო მონაწილეობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოში შიდა ფრენების განხორციელების სურვილი კვლავ "სერვისეარმა" გამოთქვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას Bm ავრცელებს

მიუხედავად ამისა, "სერვისეარი" გამარჯვებულად გამოცხადებული ჯერ არ არის, რამდენადაც აეროპორტების გაერთიანება წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 3 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს რეისები მესტიის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 783 350 ლარია. 

შიდა ფრენების შესრულებაზე ტენდერი 24 აპრილს გამოცხადდა.

კომენტარები ()