imedi /  17 მაისი 2017, 10:17 / სანდო წყარო

ჩინური ელექტრომობილები შესაძლოა საქართველოში ააწყონ

დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩინეთის მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები შესაძლოა საქართველოში ააწყონ - ამ თემაზე ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე.

ქართულმა მხარემ შესთავაზა ჩინურ მხარეს, გამოიყენოს საქართველო, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზა პროდუქციის ტრანსპორტირებისას. შეთავაზებაში შედის საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნებაც.

კომენტარები ()