imedi /  17 მაისი 2017, 17:34 / სანდო წყარო

BGEO-მ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების 7,2% გაყიდა

BGEO-მ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) 9,5 მილიონი აქცია გაყიდა, რაც ჯამში GHG-ის აქციების 7,2%-ია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თითო აქცია 330 პენსად გასხვისდა, გარიგების ღირებულებამ 31,4 მილიონი ფუნტი შეადგინა. 

GHG ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, რომელსაც მხოლოდ 2017 წლის პირველ სამ თვეში 13 მილიონის მოგება მიიღო.

კომენტარები ()