imedi /  17 მაისი 2017, 21:38 / სანდო წყარო

საქართველოდან ჩინეთში $49 მილიონის პროდუქცია გავიდა

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ $49 მლნ შეადგინა. ინფორმაციას Bm ავრცელებს

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტირებული სასაქონლი ჯგუფების ხუთეულში წამყვანი პოზიცია მადნების და სპილენძის კონცენტრანტების ექსპორტს უჭირავს. კერძოდ, პირველ კვარტალში განხორციელებული $49 მლნ-ის ექსპორტიდან $41 მლნ სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. მეორე პოზიციაზეა ღვინო - $3 მლნ-ით, მესამეზე - მსუბუქი ავტომობილები, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი მანგანუმის მადნები და კონცენტრანტები, ნარჩენები და სპილენძის ჯართები ინაწილებენ. თითოეულის ექსპორტი $1 მლნ-ს არ აღემატება. 

რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამ თვეში ჩინეთიდან $126,5 მლნ-ის საქონელი იქნა იმპორტირებული. სასაქონლო ჯგუფების ხუთეული კი ასეთია: ყველაზე მეტი, თითქმის $5 მლნ-ის სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით იქნა იმპორტირებული, მეორეზეა - რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, მესამეზეა - ბრტყელი ნაგლინი, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი, სატელეფონო აპარატები და რეზინის ფეხსაცმლები ინაწილებენ. 

ცნობისთვის: 2016 წელს ჩინეთში ექსპორტმა $169.5 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტმა - $547.5 მლნ დოლარი.

კომენტარები ()