imedi /  18 მაისი 2017, 11:27 / სანდო წყარო

ჩინური კომპანია CEFC თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფოთში შექმნის

შეხვედრა ჩინეთის ვიცეპრემიერთან

ჩინური CEFC იქნება მეორე კომპანია „ჰუალინგის“ შემდეგ, რომელიც საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფოთში შექმნის. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის სახელმწიფო წაახალისებს ჩინურ კერძო სექტორსა და სახელმწიფო კომპანიებს, რომ მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ.

წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად კომპანია „ჰუალინგი“ დასახელდა, რომელიც 2015 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორია. (600 მლნ დოლარი).

პეკინში ორი დღის წინ შანხაის უმსხვილეს კორპორაცია CEFC-სთან გაფორმდა მემორანდუმი. საქართველოში ჩინური ინვესტიციით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკი გაიხსნება, რომელიც ჩინურ ბიზნესს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.

კომენტარები ()