imedi /  18 მაისი 2017, 10:33 / სანდო წყარო

თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო "თბილისი მარიოტი"

დღეს თბილისში, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა. ამ ფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებები აწარმოონ. საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ სხვადასხავ სფეროებს. კერძოდ, მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია, ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია, დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კომენტარები ()