imedi /  18 მაისი 2017, 17:06 / სანდო წყარო

მეტეოროლოგიური სადგურებიდან ფერმერები ინფორმაციას SMS-ით მიიღებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2018 წლისთვის, აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობას გეგმავს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

სადგურებმა მზის რადიაცია, ნალექის რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგის ტემპერატურა, სინოტივე და ა.შ. უნდა განსაზღვროს, გადამუშავებული ინფორმაცია კი ფერმერებს  მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა მიეწოდოს. შეტყობინებაში იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადების გავრცელების ალბათობა არსებობს და რა ღონისძიებების გატარებაა რეკომენდირებული.

სამინისტრო მეტეოსადგურის მოწყობას პირველ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტში გეგმავს.

 

კომენტარები ()