imedi /  18 მაისი 2017, 17:39 / სანდო წყარო

საპარტნიორო ფონდი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი გახდა

საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ფონდის დელეგაციამ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში “ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. სადაც “საპარტნიორო ფონდი“ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ლიუ ჟიანმა პალატის გაერთიანების წევრად ოფიციალურად გამოაცხადა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს სერთიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ Zeustar Construction Holdings -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ლოჯისტიკური პროექტების, ტრანსპორტირებისა და უძრავი ქონების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კომენტარები ()