imedi /  18 მაისი 2017, 19:19 / სანდო წყარო

2016 წელს საუდის არაბეთმა ექსპორტზე 136.2 მილიარდი დოლარის ნავთობი გაიტანა

2016 წელს ნედლი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის ისევ საუდის არაბეთი ლიდერობს. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

საუდის არაბეთმა 2016 წელს ნათობის ექსპორტისგან 136.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და მისმა წილმა მსოფლიო ნავთობის ექსპორტში 20.1% შეადგინა.

მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელმაც 73.7 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტი განახორციელა (მსოფლიო ექსპორტის 10.9%).

მესამე ადგილს ერაყი იკავებს, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 46.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2016 წელს ჯამში მსოფლიოში 678 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მსოფლიო ექსპორტის 4.3%-ია. გასულ წელს, მსოფლიო ექსპორტში ნავთობმა პირველობა ავტომობილებს დაუთმო. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება 11.4%-ით შემცირდა, 2012 წლის შემდეგ კი 59%-ით არის შემცირებული.

კომენტარები ()