imedi /  19 მაისი 2017, 17:21 / სანდო წყარო

ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.4104 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4086 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0018 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება კი 2.6895 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6810 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 20 მაისიდან შევა ძალაში.

კომენტარები ()