imedi /  19 ივნისი 2017, 11:52 / სანდო წყარო

თემურ ჭყონია: ქართველმა გლეხმა მოსავლის მოყვანა არ იცის

თემურ ჭყონია

„მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ მიწები უცხოელებზე არ უნდა გავასხვისოთ პოპულისტურია და მას ეკონომიკური გათვლები არ სდევს“, -ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიწების უცხოელებზე აკრძალვის საკითხს. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

„ადამიანი ჩამოდის და გეუბნება, რომ შენს მიწაზე, მას შეუძლია რამდენიმე ტონა მოსავლის მოყვანა და შენ მას უარს ეუბნები? მეორე მხარეს რა გაქვს? ქართველი უცოდინარი ფერმერი. შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართველ გლეხს, მაგრამ მან მოსავლის მოყვანა არ იცის. გადავყევით ამ ჭოპორტის პომიდორს და ორ ცალს ისხამს. შევედით ევროკავშირში, უვიზო რეჟიმში და გვინდა, რომ მე-17 საუკუნის ტრადიციებზე დავრჩეთ? ტრადიციები ცუდი არაა, მაგრამ ის კულტურაში უნდა იყოს გადაზრდილი და არა ეკონომიკაში“,- ამბობს ბიზნესმენი.

კომენტარები ()