imedi /  19 ივნისი 2017, 12:01 / სანდო წყარო

საქსტატი: საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირთან და დსთ-ს ქვეყნებთან გაიზარდა

„საქსტატის“ ცნობით, წლის პირველ 5 თვეში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1.090 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. 40.7 %-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რამაც 260 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა ქვეყანას. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ევროკავშირის ქვეყნების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა.

დსთ-ის ქვეყნებთანამ სავაჭრო ბრუნვა 36%-ით, 1.285 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, დსთ-ის ქვეყნების წილი 32.6 პროცენტი იყო.

კომენტარები ()