Imedi /  19 ივნისი 2017, 12:37 / სანდო წყარო

პირველ კვარტალში ეკონომიკა 5.1 %-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წლის I კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 %-ით გაიზარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 მილიარდ 318 მილიონი ლარი შეადგინა - რეალური ზრდა 5,1 %-ის დონეზე დაფიქსირდა. მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულზე 2 237,1 ლარია, რაც დოლარში 859,5 ნიშნულს შეესაბამება.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 %) და ვაჭრობა (15,3 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 %), მშენებლობა (9,6 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 %), სახელმწიფო მმართველობა (7,8 %), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა (5,7 %).

კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-1.5 %) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 %).

კომენტარები ()