Imedi /  19 ივნისი 2017, 14:16 / სანდო წყარო

შავი ზღვის თევზს ევროკავშირის ბაზარზე დაუშვებენ

"ხვალ ევროკავშირი გამოაცხადებს შავი ზღვის თევზის ევროპულ ბაზარზე დაშვებას, რაც მეორე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი იქნება თაფლის შემდეგ, რომელსაც გაეხსნება წვდომა ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვებგვერდ DCFTA.gov.ge-ს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირმა საქართველო თაფლის იმპორტიორი ქვეყნების სიაში რამდენიმე თვის წინ ჩასვა.

DCFTA.gov.ge-ზე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება.

 

კომენტარები ()