imedi /  19 ივნისი 2017, 16:34 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4094 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტის მიმართ 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7000 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.

კომენტარები ()