imedi /  19 ივნისი 2017, 17:28 / სანდო წყარო

Georgian Airways-მა ბათუმიდან ასტანის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა.

რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა “Georgian Airways”-ს​ 19 მაისს მიენიჭა.

კომენტარები ()