imedi /  19 ივნისი 2017, 17:44 / სანდო წყარო

სსფ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ემხრობა

ფრანსუა პეჰშო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშოს განცხადებით, სავალუტო ფონდი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს უჭერს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. საზოგადოებრივის ცნობით, დამატებით დეტალებზე პეჰშოს კომენტარი არ გაუკეთებია.

2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.

იანვრის ბოლოს, გია ჟორჟოლიანის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რის შედეგადაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის, რეფერენდუმის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

კომენტარები ()