imedi /  01 ივლისი 2017, 14:41 / სანდო წყარო

სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

"საპარტნიორო ფონდმა" და Elbit Systems - Cyclone Ltd-ს დელეგაციამ სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დელეგაცია, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით, სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. დასაქმდება 300 ადგილობრივი. პროდუქციის 100 % ექსპორტზე გავა.

85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, "საპარტნიორო ფონდი" და მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანია ერთობლივად ახორციელებენ.

ინფორმაციას "საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.

კომენტარები ()