Imedi /  07 ივლისი 2017, 15:06 / სანდო წყარო

დავით საგანელიძე უკრაინის რადის თავმჯდომარეს შეხვდა

დავით საგანელიძე

სტამბოლში შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) გაიმართა. ასამბლეაში საქართველოდან "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე პროექტ "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" მუდმივმოქმედი წარმომადგენლის რანგში მონაწილეობდა. მან ასამბლეაზე პეკინის ფორუმის "ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

PABSEC-ის 49-ე ასამბლეაში 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობდნენ.

დავით საგანელიძე არაოფიციალურ ფორმატში PABSEC-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა. აუდიენცია შედგა უკრაინის რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან.

კომენტარები ()