imedi /  11 ივლისი 2017, 08:43 / სანდო წყარო

18 ივლისს გაირკვევა, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

რამდენიმე დღეში გაირკევა, გაიზრდება თუ არა საქართველში ბუნებრივი აირის ფასი. სემეკში უკვე ჩანიშნულია საჯარო სხდომა, სადაც კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. 

18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ განაცხადებს. კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემეკში წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებენ, თუმცა სპეციალისტები ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ.

კომენტარები ()