imedi /  14 ივლისი 2017, 11:40 / სანდო წყარო

საქართველოში საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein-ი შემოდის

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein შემოდის. ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისში“ შემოდგომაზე გაიხსნება. საწყის ეტაპზე Calvin Klein Jeans label-ით იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს. 

Calvin Klein 1968 წელს, ნიუ-იორკში დაფუძნდა, მისი წლიური ბრუნვა 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს მასშტაბით ფლობს 2800-მდე მაღაზიას.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის, H&M

„გალერია თბილისის" მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს კი ოფიციალურად გაიხსნება.

კომენტარები ()