imedi /  17 ივლისი 2017, 00:28 / სანდო წყარო

რუსეთი Georgian Airways-თან პრობლემის მოგვარებას უახლოეს კვირებში იმედოვნებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ  ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" ფრენებთან დაკავშირებული პრობლება უახლოეს კვირებში მოგვარდება. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ უახლოეს კვირებში ჩვენს ქართველ კოლეგებთან ყველა საკითხი გადაწყდება და ისინი თავიანთი მოვალეობების შესრულებას შეძლებენ, რასაც საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. ჩვენც ჩვენი მხრიდან ყველა აუცილებელ ზომებს მივიღებთ", - განაცხადა მაქსიმ სოკოლოვმა.

მოსკოვმა „საქართველოს ავიახაზების“ ფრენები 15 ივლისს შეზღუდა. ამის მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის უწყებამ ის დაასახელა, რომ თბილისმა რუსული ავიაკომპანიის „ურალის ავიახაზების“ ფრენებზე შეზღუდვები მათთან არ შეათანხმა.

კომენტარები ()