imedi /  17 ივლისი 2017, 10:18 / სანდო წყარო

ხვალ უკრაინა-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება

ხვალ, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გახსნის. ბიზნესფორუმის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება.

ფორუმის პირველ ნაწილში დაგეგმილია პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, და საპარტნიორო ფონდისა და ქართულ-უკრაინული საქმიანი თანამშრომლობის წარმატებული პროექტების შესახებ.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართული და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები გამართონ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები ()