imedi /  17 ივლისი 2017, 10:59 / სანდო წყარო

სემეკმა დღეს ბუნებრივი აირის ტარიფზე მსჯელობა დაიწყო

დღეიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის ტარიფზე საჯარო მსჯელობას იწყებს.

დღეს სემეკი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფს დაადგენს. ხვალ კი კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს.

სემეკში წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებენ, თუმცა სპეციალისტები გაზის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ.

კომენტარები ()