imedi /  17 ივლისი 2017, 13:36 / სანდო წყარო

სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ფასი გაზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სატარიფო განაცხადი განიხილა და ტრანსპორტირების ფასის გაზრდას მხარი დაუჭირა.

ოთხი სხვადასხვა ტარიფის ნაცვლად ტრანსპორტირების ერთი ფასი განისაზღვრა და ყველა შემთხვევაში ტარიფი სხვადასხვა ოდენობით გაიზარდა.

გადაწყვეტილებას კომისიის ორმა წევრმა და თავმჯდომარემ ერთხმად მიიღეს, სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია კომისიის მეოთხე ახალ წევრს მაია მელიქიძეს.

კომენტარები ()