imedi /  17 ივლისი 2017, 14:26 / სანდო წყარო

სემეკი: გაზის ტრანსპორტირების ტარიფის გაზრდა სამომხმარებლო ტარიფზე აისახება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა. დღემდე მოქმედი ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე - 1 383 თეთრი, ხოლო დღეს დადგინა ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე - 1 884 თეთრი. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

მილორავა აცხადებს, რომ ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია. გაზის სამომხმარებლო ტარიფები ხვალ დადგინდება.

სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ  გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება.

„როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლებელია ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე მცირდებოდეს. რადგან 3 კომპონენტზე გვაქვს საუბარია, შეუძლებელია დღეს იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, თუ არ დავინახავთ სამივე კომპომენტის საბოლოო შედეგს", - განაცხადა მილორავამ.

დღეს სემეკმა ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.
 

კომენტარები ()