imedi /  17 ივლისი 2017, 16:31 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ვიეტნამის დელეგაცია ესტუმრა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი  საქართველოში ვიზიტად მყოფ, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

ვიეტნამის დელეგაციას ფინანსთა მინისტრის მოადგილე დო ჰონგ ან ტუანი ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვიეტნამის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გატარებული წარმატებული საგადასახადო რეფორმებისა და სამუშაო გამოცდილების შესწავლა - გაზიარება.

ამასთან, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. დღესვე, ვიეტნამის დელეგაციის წევრებისთვის პრეზენტაცია გამართა შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ.

კომენტარები ()