imedi /  17 ივლისი 2017, 16:50 / სანდო წყარო

გუდაურში ზაფხულის სეზონი დაიწყო

დღეიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, საბაგიოროები 11:00 -17:00 საათამდე იმუშავებენ.

"მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. 
23 ივლისს კი ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით გუდაურში გასართობი ღონისძიებები გაიმართება",- აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

კომენტარები ()