imedi /  17 ივლისი 2017, 16:53 / სანდო წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4047 ლარი გახდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგაად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4015 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0032 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება 2.7555 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7411 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილება 0.0144 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 18 ივლისიდან შევა ძალაში.

კომენტარები ()