Imedi /  17 ივლისი 2017, 19:09 / სანდო წყარო

რუსეთმა საქართველოს ავიახაზებს შეზღუდვა მოუხსნა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, ქართულ ავიახაზებს ფრენის შეზღუდვა მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა РИА ავრცელებს. 

"შეზღუდვები მოხსნილია, ფრენები აღდგა", - დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ.

რუსეთის  ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ ფრენები 15 ივლისს შეზღუდა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის უწყება იმას ასახელებს, რომ თბილისმა რუსული ავიაკომპანიის „ურალის ავიახაზების“ ფრენებზე შეზღუდვები მათთან არ შეათანხმა.

სააგენტოების ცნობით, ადრე „საქართველოს ავიახაზებმა“ განაცხადეს, რომ რუსულმა მხარემ თბილი-მოსკოვის რეისები, რომელიც კვირაში ოთხჯერ სრულდებოდა, გააუქმა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

კომენტარები ()