imedi /  04 აგვისტო 2017, 17:36 / სანდო წყარო

საქართველოს საჰაერო სივრცეში 28 ივლისს ფრენების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ევროკონტროლის ქსელის მასშტაბით, რომელშიც საქართველოც შედის, ისტორიაში პირველად, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ფრენა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. საქაერონავიგაციის ინფორმაციით, ივლისში ევროპის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 35 000 ფრენა სრულდებოდა. მემილიონე ფრენა კვირას, შუადღისას შესრულდა. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.

28 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რეკორდული რაოდენობა- 537 ფრენა განხორციელდა. ფრენების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება არამარტო ივლისის თვეში, არამედ გასული 6 თვის განმავლობაში. საქართველოში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები ()