imedi /  06 აგვისტო 2017, 14:05 / სანდო წყარო

ტრამპისთვის ორ Boeing-ს ყიდულობენ

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები Boeing-ს პრეზიდენტისთვის 2 სამგზავრო ლაინერის (747-8) შესყიდვაზე მოელაპარაკა. გარიგების თანხის ოდენობა უცნობია. "ბორტი ნომერი ერთი" თეთრი სახლის ლიდერს 2024 წლიდან მოემსახურება.

Boeing-ს 4 თვითმფრინავი რუსულმა ავიაკომპანია Трансаэро-მაც შეუკვეთა, 2013 წელს. Трансаэро 2015 წელს გაკოტრდა. Boeing-747-ები მოჰავეს უდაბნოში (კალიფორნია) დააკონსერვეს.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავების პროგრამა 2016 წელს გააკრიტიკა. Boeing-მა ფასის შემცირების პირობა დადო.  

დონალდ ტრამპი ახლა ორი Boeing 747-200B-ით დაფრინავს.

კომენტარები ()