imedi /  07 აგვისტო 2017, 12:03 / სანდო წყარო

თელავში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

თელავი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თელავში ინოვაციების ცენტრი მოეწყობა. რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" და თელავის მერიას შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ და "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" თავმჯდომარემ, გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები ()