imedi /  07 აგვისტო 2017, 17:19 / სანდო წყარო

Bitcoin-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა

Bitcoin-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ერთი Bitcoin-ი 3 384 დოლარი ღირს, ერთი Bitcoin Cach-ი კი - 270 დოლარი.

კრიპტოვალუტა ორად ცოტა ხნის წინ გაიყო.

Bitcoin-ი ვირტუალური ვალუტაა, ბლოკჩეინი - გადახდის სისტემა. ინფორმაცია განთავსებულია ათასობით კომპიუტერში, ბლოკების სახით. მისი წაშლა ან შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. Bitcoin-ის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა. მისი საბაზრო კაპიტალი 37 მილიარდი დოლარია.

Bitcoin-ი სატოში ნაკამოტომ გამოიგონა. ის ქსელში 2009 წლიდან ჩაეშვა.

კომენტარები ()