imedi /  07 აგვისტო 2017, 18:25 / სანდო წყარო

8 აგვისტოს ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 90 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, დიდი და პატარა ქანდა.

11:00-დან 13:00 საათამდე 4029 აბონენტს მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, საგურამოში და ქ. მცხეთის ნაწილში.

11:00-დან 18:00 საათამდე 1416 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ქვიტირის წყარო და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 15:00 საათამდე თიანეთში რუსთაველის, გელოვანის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე, 15:30-დან 16:00 საათამდე 291 აბონენტს ქ. მცხეთაში ნარეკვავის, ღართიკარის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომენტარები ()