imedi /  08 აგვისტო 2017, 16:42 / სანდო წყარო

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 თვეში 1,09 მილიარდი დოლარი შეადგინა

ტურისტების გაზრდილმა ნაკადმა საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი გაუზარდა - წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ამ სექტორში 1.09 მლრდ დოლარის შემოვიდა. gbc.ge-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%–ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით დაჩქარდა ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპი. მათ შორის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 43 %-ით არის გაზრდილი.

პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 435 მლნ დოლარი იყო, 23.4%-ით მეტი ვიდრე შარშან.

2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.936 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

კომენტარები ()