imedi /  09 აგვისტო 2017, 13:40 / სანდო წყარო

200-ზე მეტი სული ფურის ან დეკეულის მფლობელს სათიბ-საძოვრები იჯარით გადაეცემა

სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივ პროგრამას ახორციელებენ. 11 მეპაიეზე მეტწევრიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, 200-ზე მეტი სული ფურის ან დეკეულის მფლობელ ფერმერს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები იჯარით გადაეცემა. გარდა ამისა, მას გადაეცემა ტექნიკა-ინვენტარიც.

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. 1 მუნიციპალიტეტში 1 განაცხადი დაკმაყოფილდება.

 

კომენტარები ()