imedi /  09 აგვისტო 2017, 13:54 / სანდო წყარო

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის 15, 5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები და საგზაო სამოსი. ასევე, გაკეთდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი, რომლის დასრულებაც მომავალ წელს იგეგმება, ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები ()