imedi /  09 აგვისტო 2017, 17:54 / სანდო წყარო

10 აგვისტოს ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 946 აბონენტს თიანეთის გზატკეცილზე, გლდანში კანდელაკის, მიქატაძის, გულისაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 18:00 საათამდე 1050 აბონენტს ავჭალასა და გლდანის ნაწილში, 12:00-დან 18:00 საათამდე 203 აბონენტს ქ. მცხეთაში აღმაშენებლის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00-დან 15:00 საათამდე 76 აბონენტს დუშეთის რაონის სოფლებში ჯაღმიანი, ხადა და შარმიანი, 16:00-დან 17:00 საათამდე 155 აბონენტს წეროვანში.

კომენტარები ()