imedi /  09 აგვისტო 2017, 18:12 / სანდო წყარო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები გამოავლინა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ხუთი ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია დაასახელა. აღნიშნული მონაცემებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანიების რეიტინგს, რომლებმაც მინიმალური დაგვიანებით შეასრულეს რეისები, „Lufthansa“ უდგას სათავეში. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს. 

რეიტინგში შემდეგ მოდიან: „Atlasglobal“-ი, „Pegasus“-ი, „Aeroflot“-ი და „AEGEAN AIRLINES“-ი.

ჩამონათვალში არ არის „Georgian Airways“-ი, რომელის უკრაინის ბორისპოლის აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიების TOP ხუთეულში შეიყვანა. 

კომენტარები ()