imedi /  10 აგვისტო 2017, 10:15 / სანდო წყარო

თბილისის აეროპორტში არცერთი ავიარეისი არ გაუქმებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22-იდან 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. მიზეზი ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის ხარვეზია, რომლის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

დაგვიანებით შესრულდა ათენის, ანტალიის, ვარშავის, კიევის, დუბაის, შარჟას, და სტამბოლის (2) მიმართულებით ავიარეისები.

არცერთი ავიარეისი არ გაუქმებულა.

"აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი. მიმდინარეობს პროგრამების გადაწყობა. ორ ტერმინალზე ხორციელდება საოპერაციო მზაობის და შეცვლის პროცესი. ხარვეზი ნაწილობრივ ამით იყო გამოწვეული", - განმარტავენ აეროპორტში.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

კომენტარები ()