imedi /  10 აგვისტო 2017, 15:14 / სანდო წყარო

სემეკ-მა ახალი სატარიფო მეთოდოლოგია დაადგინა

სემეკ-მა ახალი სატარიფო მეთოდოლოგია დაადგინა. წყლის განაწილების, ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და ჰიდროგენერაციის სატარიფო გაანგარიშება წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით კი, 3 წელიწადში ერთხელ მოხდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, სამწლიან პეროდში გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.

სემეკ-ის დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ტარიფი კი, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები ()