imedi /  10 აგვისტო 2017, 16:28 / სანდო წყარო

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის აღწერილობის შესახებ ინფორმაციას გამოცემა on.ge ავრცელებს.

ახალი ტერმინალი არსებულის მიმდებარედ განთავსდება და მისი გაგრძელება იქნება. გათვალისწინებულია, რომ შიდა ფართი ნოლი ნიშნულის ზევით 13 105 მ2-ია.

ტენდერის მიხედვით ირკვევა, რომ მშენებლობის ღირებულება  23 305 085 ლარია, სამუშაოს შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა. წინადადებების მიღება 17 აგვისტოს სრულდება.

1 აგვისტოს მონაცემებით, ივლისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 49 092-ს მიაღწია, რაც 67%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. 

2017 წლის ივლისში აეროპორტი სულ 188 რეისს მოემსახურა.

ივნისში ქუთაისის აეროპორტში მგზვართა ნაკადის 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მენეჯმენტის სტატისტიკით, ივნისში ტერმინალი  41 812 მგზავრს მოემსახურა. ამასთან, 66% გაიზარდა  აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა და ივნისში 166 რეისი შეადგინა.

კომენტარები ()