imedi /  10 აგვისტო 2017, 17:45 / სანდო წყარო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სოიოს სოუსი ალკოჰოლის შემცველობის გამო აკრძალეს

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყანაში Kikkoman-ის სოიოს სოუსი მოხმარება აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად სოუსის შემადგენლობაში აღმოჩენილი ალკოჰოლი უდევს. ინფორმაციას Gulf News-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება საამიროების გარემოსა და კლიმატის ცვლილების სამინისტრომ მიიღო. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ემყარება შესაბამისს კვლევებს, რომლებიც აკრედიტირებულმა ლაბორატორიებმა ჩაატარეს. 

"მათ დაადასტურეს, რომ აღებულ ნიმუშებში წარმოების წესებია დარღვეული", - ამბობენ სამინისტროში. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალკოჰოლით ვაჭრობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ალკოჰოლის ყიდვა მომხმარებლებს სპეციალურ მაღაზიებში, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასტუმროებსა და კვების ობიექტებში შეუძლიათ.

კომენტარები ()