imedi /  11 აგვისტო 2017, 17:05 / სანდო წყარო

კოვზანაძე: 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება

ირაკლი კოვზანაძე

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.

"ამ მიმართულებით კონკრეტულ ციფრებს მოგახსენებთ, 2017 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით შემდეგი მდომარეობა გვაქვს: შემოსულობების გეგმა შესულებულია 103.1 მლნ ლარის გადაჭარბებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 207.8 მლნ. ლარის გადაჭარბებით (105.1%), გადასახდელების (ანუ ხარჯების) გეგმა შესრულებულია 95.1%-ით", - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე. 

კოვზანაძის განმარტებით, გადასახდელების ნაწილში გარკვეული ჩამორჩენა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიმჩნეოდა, თუმცა დღევანდელი ვითარება მისი თქმით შემდეგნაირია: მაგალითად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით ათვისება პრაქტიკულად 100%-ია.

კომენტარები ()