imedi /  11 აგვისტო 2017, 22:09 / სანდო წყარო

BGEO მცხეთაში ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

BGEO-ს შვილობილი კომპანია "კავკასიის ქარი" საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ქარის პოტენციალს სწავლობს. ეს ლოკაციებია: ტყიბული, ქუთაისი, მცხეთა და თბილისის შემოგარენის ორი ლოკაცია. ამასთან, "კავკასიის ქარმა" მცხეთაში სახელმწიფოსგან 5 ჰექტარის ფართობის 2 მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა, რისთვისაც 74.5 ათას ლარს გადაიხდის. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენელი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კვლევა/შეფასებას 6-12 თვე დასჭირდება. მისი თქმით, დაგეგმილია 300 მგვტ-მდე ქარის სიმძლავრის ათვისება, თუმცა განვითარება იმის მიხედვით მოხდება, თუ როგორ მიიღებს სისტემა ამ ენერგიას.

BGEO-ში ფიქრობენ, რომ 1 მგვტ-ზე ინვესტიცია $1.5 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ თანხას ვერ ასახელებენ.

კომენტარები ()